არჩილ თალაკვაძე  -  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს პოზიტიურ დღის წესრიგს ევროსაბჭოს გენერალური მდივნისგან  ცალსახა მხარდაჭერა აქვს

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ცალსახა მხარდაჭერა აქვს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისგან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესი და რეფორმები, ის გეგმები, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სათანადოდ დანახული და დაფასებული

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალურ ვიზიტს არჩილ თალაკვაძე ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან გამართულ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, რაც, მისივე შეფასებით, ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა.

„საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, რაც, ერთგვარად, ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის, საქართველოში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის გაძლიერების პროცესის მხარდაჭერა და ახალი შესაძლებლობაა. ეს ექვსთვიანი პერიოდი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რათა საქართველომ კიდევ უფრო ხმამაღლა, კიდევ უფრო გაბედულად შეიტანოს დღის წესრიგში ის საკითხები, რომელიც, პირველ რიგში აწუხებს ჩვენს საზოგადოებას და ასევე, საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული საზოგადოებისთვის და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრაზე. პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების, ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტული საკითხები, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებები განიხილეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს