დავით ჭიჭინაძე - სამყარო საკმაოდ დაპატარავდა და ოთარ ფარცხალაძის ქვეყნიდან გაქცევას აზრი ნამდვილად არ აქვს

სამყარო საკმაოდ დაპატარავდა და ოთარ ფარცხალაძის ქვეყნიდან გაქცევას აზრი ნამდვილად არ აქვს. ბიძინა ივანიშვილი კი, საქმის კურსშია, რომ მაღალი თანამდებობის პირები ამ ქვეყანას ძარცვავენ და ამის აღიარება საარჩევნოდ მოუწია, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ ხელმძღვანელმა დავით ჭიჭინაზემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური მოძრაობიდან აცნობეს, დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა იმაზე, რომ კორუფციასთან დაკავშირებით არსებული საქმეები არ არის გამოძიებული.

„თუმცა გავიდა პერიოდი, პრემიერიც გადააყენეს, პარლამენტის თავმჯდომარეც, მაგრამ კორუფციასთან მიმართებაში არც ერთი გახმაურებული სკანდალური საქმე არ გამოძიებულა და მითუმეტეს, არავინ დასჯილა. არის მხოლოდ საუბრები, შემდეგ მიჩქმალვის მცდელობა და ზოგ შემთხვევებში გამგეობების, ან საკრებულოების დონეზე რიგითი ადამიანების დაკავება. არადა მართლა სირცხვილია, როდესაც ასეულობით მილიონი ლარის დატაცება ხდება, საქმეები კი, 500 ან 1000 ლარიან საქმეებზეა აღძრული.

ამიტომ მგონია, რომ ყოფილ პროკურორ ფარცხალაძეს, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ქვეყანაში დარჩეს და ადგილზე იმუშაოს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული, იმ თემასთან დაკავშირებით, რაზეც ეჭვი არსებობს, რომ სწორედ ეს ჯგუფი მონაწილეობდა ყალბი დღგ-ეების მიტაცებაში.

მართალია ეს ადამიანები ჯერ დუმილს ინარჩუნებენ, რადგან ელოდებიან, რომ მათ რაღაცნაირად „ვინმე“ უშველის... თან პრემიერმაც პირობა დადო, რომ გამოძიება აქტიურად იმუშავებს და ყველა ის პირი გამოვლინდება, ვინც ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან ამ სქემეებში მონაწილეობდა.

მითუმეტეს, რომ არც საზოგადოებაა ისეთი მიამიტი, რომ დაიჯეროს, რომ ასეულობით მილიონი დღგ-ს მიტაცება მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის გარეშე იყოს შესაძლებელი, ისევე როგორც გახმაურებული საქმეები მილიონობით ლარის გარიგებებზე“ ,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა