ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველის სარჩელზე - ჩვენ გავეცანით  სარჩელს  და ის  არ არის  იმ მაღალი სტანდარტით მომზადებული, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმების შეჩერების გადაწყვეტილებას მიაღებინებდა

მიმართვა არ ნიშნავს, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება და ის ობიექტური და საფუძვლიანია, ვინაიდან ჩვენ გავეცანით მას და მე შემიძლია გითხრათ, რომ არ არის ეს იმ მაღალი სტანდარტით მომზადებული სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინებდა გადაწყვეტილებას, რომ შეეჩერებინა ნორმების მოქმედება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა სახალხო დამცველის სარჩელის შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიგზავნა და რომლის თანახმადაც, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების კანდიდატთა შერჩევის წესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი.

"მოგეხსენებათ, სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული შეფასება, რომ მან პროცედურული საკითხი გამჭვირვალობის თვალსაზრისით პოზიტიურად შეაფასა და მხარი დაუჭირა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარმართულ პროცესს. ეს არის სახალხო დამცველის უფლებამოსილება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა ზოგადად ვიცით, რომ მას მაგალითად 2018 წლის განმავლობაში არაერთი მიმართვა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა აქედან ბევრი არ არის დაკმაყოფილებული. ეს მიუთითებს, რომ ნაკლებად შესაძლებელია, მოსალოდნელიც კი იყოს, თუ რამდენად ექნება მის სარჩელს წარმატება საკონსტიტუციო სასამართლოში. მიმართვა არ ნიშნავს, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება და არ ნიშნავს, რომ სარჩელი ობიექტური და საფუძვლიანია, ვინაიდან ჩვენ გავეცანით მას და მე შემიძლია გითხრათ, რომ არ არის იმ მაღალი სტანდარტით მომზადებული სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მის მიერვე დადგენილი პრაქტიკის და სტანდარტის შესაბამისად მიაღებინებდა გადაწყვეტილებას, რომ შეეჩერებინა ნორმების მოქმედება. თუნდაც მიიღოს წარმოებაში ეს სარჩელი, ამ პროცესთან დაკავშირებით ვერანაირ სამართლებრივ გავლენას ვერ მოახდენს. და ბოლოს, გავწერეთ პროცედურა, რომელიც მაქსიმალურად გამჭვირვალეა, უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჩართულობას, მათ შორის სახალხო დამცველის, შესაბამისად ვფიქრობთ, აღნიშნული პროცედურები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და იძლევა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული რეალიზების შესაძლებლობას იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ სახელმწიფოა ვალდებული, უზრუნველყოს ისეთი პროცედურა, რომელიც ხელს უწყობს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმების სრული რეალიზების შესაძლებლობას. ამ პროცესმა ეს შეძლო, ეს იყო ისტორიული და ეს იყო სახალხო პროცესი, რადგან საზოგადოებას მისცა მონიტორინგის შესაძლებლობა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა