საფრანგეთში მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რონა-ალპების რეგიონში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიური უბედურების ეპიცენტრი მონტელმარიდან 11 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

მიწისძვრის ბიძგები 10 წამის განმავლობაში გაგრძელდა და განსაკუთრებით ლიონში, მონპელიესა და ავინონში იგრძნობოდა.

გავრცელებული ინფორმაციით მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. სეისმოლოგები აცხადებენ, რომ მიწისძვრის ბიძგების გამეორება უახლოეს საათებშიც მოსალოდნელია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა