ატომური ენერგეტიკის სააგენტო ადასტურებს, რომ ირანმა ურანის გამდიდრება დაიწყო

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს, რომ ირანმა 9 ნოემბრიდან ფორდოში, ბირთვულ ობიექტზე, ურანის გამდიდრება დაიწყო,- ამის შესახებ ორგანიზაციის მოხსენებაშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, ირანში დაბალი გამდიდრების ურანის მარაგი 3 ნოემბრის მონაცემებით, 372,3 კილოგრამს შეადგენს, რაც დადგენილ ლიმიტზე (202,8 კილოგრამი) მეტია.

დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ირანი 4,5 %-ის დონეზე ამდიდრებს ურანს. გარდა ამისა, ირანის ბირთვულ ტერიტორიებზე განთავსებულია ისეთი მოდერნიზებული ცენტრიფუგები, რომელთა გამოყენება არ არის გათვალისწინებული შეთანხმებით.

ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 6 ნოემბრიდან თეირანი მეოთხედ იტყვის უარს ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე და დაიწყებს ურანის გამდიდრებას ფორდოს ობიექტებზე გაზის გამოყენებით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო