არსებული ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე  მიხეილ დაუშვილის კანდიდატურა განიხილება

არსებული ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე მიხეილ დაუშვილის კანდიდატურა განიხილება. მიხეილ დაუშვილი შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორია. ამ თანამდებობაზე ის 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა.

შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიხეილ დაუშვილი, 2008-2012 წლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლობდა. მას სამართალმცოდნის ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა. 2012-2014 წლებში კი სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესსამართლის მიმართულებით და სამართალმცოდნის მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული.

2018 წლის მაისიდან 2019 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2018 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით კი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე.

2017 წლის მაისიდან - დეკემბრამდე მას ეკავა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიცია. ხოლო, 2016-2017 წლებში იგი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო.

2015-2016 წლებში მიხეილ დაუშვილი მუშაობდა ეკონომიკური საბჭოს აპარატში სამართლებრივი მრჩევლის პოზიციაზე. 2010-2015 წლებში საქმიანობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში.

შსს-ს მონაცემებით, 2013 წლიდან მიხეილ დაუშვილი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ თანამდებობები დატოვეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა