მიმდინარე კვირას პარლამენტი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს განიხილავს

მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს განიხილავს. პლენარული სხდომების დღის წესრიგის მიხედვით, დეპუტატები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავენ, ერთი მათგანი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე - ოპოზიციის მიერაა ინიცირებული.

საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობა.

ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი კი ნულპროცენტიანის ნაცვლად, სამპროცენტიანი ბარიერის ამოქმედებასა და საარჩევნო ბლოკების დაშვებას გულისხმობს.

"საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყება პლენარულ სხდომაზე. მიმდინარე კვირას ჩვენ განვიხილავთ ორივე კონსტიტუციურ კანონის პროექტს, ერთი ხელისუფლების მხრიდან და მეორე ოპოზიციური ჯგუფების მხრიდანაა ინიცირებული. არსებითად ორივე კონსტიტუციური ინიციატივა მსგავსია, რადგან ორივე ითვალისწინებს 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, განსხვავება არის მხოლოდ ორ საკითხში, ეს არის ბარიერთან და საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენი ინიციატივის თანახმად, ბარიერი არ არსებობს, ე.წ. ბუნებრივი ბარიერი იარსებებს და არ იარსებებს საარჩევნო ბლოკები. მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც მიმდინარეობდა განხილვები, სხვადასხვა პოზიცია მოვისმინეთ ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, თუმცა მე პირადად არც ერთი არგუმენტირებულად არ მეჩვენება იმისთვის, რომ ან საარჩევნო ბლოკები შემოვიღოთ, ან საარჩევნო ბარიერი შევცვალოთ ბუნებრივისგან განსხვავებულით. ამიტომ, მხარს დავუჭერთ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მიერაა ინიცირებული და იმედი მაქვს, ოპოზიციას მხრიდან ამ ინიციატივას მზარდაჭერა ექნება, რადგან მხოლოდ უმრავლესობის წევრთა ხმები არ იქნება საკმარისი, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები განვახორციელოთ", - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო