რომან გოცირიძე - ირაკლი ოქრუაშვილი არის ივანიშვილის პირადი პატიმარი

ირაკლი ოქრუაშვილი არის ივანიშვილის პირადი პატიმარი. ის ციხეში სიტყვის თავისუფლების გამო იმყოფება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები იყო სწორი და პოლიტიკურად მწვავე.

„ფაქტობრივად, იგი დღეს ციხეში სიტყვის თავისუფლების გამო ზის. ირაკლი ოქრუაშვილის ქმედება აბსოლუტურად ეტევა გამოხატვის თავისუფლების იმ ფარგლებში, რომელიც მინიჭებული აქვს ნებისმიერ მოქალაქეს კონსტიტუციით. ის 20 ივნისის მრავალათასიანი მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე იყო და მისი შერჩევით დაპატიმრება არის ივანიშვილის პირადი შურისძიება“, - განაცხადა გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს