ირაკლი კობახიძე - მიჩვეულები ვართ, რომ როცა საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას და ინიციატივებს, ოპონენტებისგან ათას სისულელეს ვისმენთ

წყალტუბოს განვითარების შესახებ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, არათუ არანაირი ხინჯი არ აქვს, ის ითვალისწინებს წყალტუბოს აღორძინებასა და ქცევას საერთაშორისო მასშტაბის უმაღლესი ხარისხის კურორტად, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტები ცდილობდნენ მოეძებნათ „ხარვეზები“ იმისთვის, რომ არ დაეფასებინათ ეს ინიციატივა.

„ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ როცა საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, მის ინიციატივებს, ვისმენთ ათას სისულელეს ოპონენტების მხრიდან. თუმცა, ამ შემთხვევაში მათი ოპონირება იყო გაუგონარი.

ეს არის ინიციატივა, რომელსაც არათუ არანაირი ხინჯი არ აქვს, ეს არის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს წყალტუბოს აღორძინებას და საერთაშორისო მასშტაბის უმაღლესი ხარისხის კურორტად გადაქცევას“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ ოპონენტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი არიან სიცრუეზე აგებული.

„ეს არის საცოდავი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც არ აქვს არც სამშობლო და ღმერთის ძალის არ სწამს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა