პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და ადგილი ჰქონდა უცენზურო მიმართვებსაც. სხდომათა დარბაზში სიტუაცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიძაბა. ხუნდაძემ ოპოზიციონერი დეპუტატები ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა. სიტყვიერი დაპირისპირებისას საუბარი შეეხო წყალტუბოსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გეგმებსაც.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა თავისი პარტიის წევრებს მოუწოდა, არანაირი რეაგირება არ მოახდინონ მმართველი გუნდის წევრების განცხადებებზე. მისი თქმით, სხდომის აგრესიულად დაწყების მიზეზი ის არის, რომ დღეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა უნდა მოხდეს და უმრავლესობის მიზანი სხდომის ჩაშლაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს