ანა დოლიძე - ჩემი სარჩელი გვრიტიშვილის წინააღმდეგ ერთი წელი იყო გაჩერებული, ჩნდება კითხვა, რატომ შეიცვალა საქმის მოსამართლე და რატომ  დაეწერა ის “ფავორიტ მოსამართლეს“?

სააპელაციო სასამართლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის საქმეს, რომელიც მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ შეიტანა, 27 ნოემბერს განიხილავს. ანა დოლიძის ინფორმაციით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ერთი წლით გაჭიანურდა. მან ეს ფაქტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროსცესის დასრულებას დაუკავშირა.

„მე არაერთხელ გავაპროტესტე ის ფაქტი, რომ ჩემი სარჩელი სააპელაციო სასამართლოში დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ ერთი წელი იყო გაჩერებული, რაც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დაწესებულ ყველა ვადას, რადგან მაქსიმალური ვადა 5 თვეა გადაწყვეტილებაზე. წინა წელს 13 ნოემბერს მე გავასაჩივრე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ საქმეზე, სადაც დიმიტრი გვრიტიშვილმა უნამუსოდ მოიტყუა და მე დამაბრალა რუსეთის სასარგებლოდ მუშაობა და რუსეთის აგენტობა. მაშინ საქალაქო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიიჩნია, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ ხსენებული ფაქტი, რომ მე ვიყავი მოსკოვში, იყო მოსაზრება.

„ახლა უკვე „კლანი“ გადის ბოლოში, მათი რამდენიმე მოსამართლე აღმოჩნდება უზენაეს სასამართლოში, მათ შორის, სამოქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, შესაბამისად, „კლანს“ გარანტირებული აქვს, რომ უზენაეს სასამართლოში თუ ჩემი საქმე მოხვდება, იქ „კლანის“ სამოქალაქო მოსამართლეები დახვდება ამ საქმეს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იგი ნდობას არც სააპელაციო სასამართლოს უცხადებს, ამბობს, რომ საქართველოში სამართლიანობის პოვნი იმედი არ აქვს და ამიტომ ბრძოლის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს.

სააპელაციო სასამართლოში ანა დოლიძის უფლებებს საია დაიცავს. საქმეს კი მოსამართლე გენადი მაკარიძე განიხილავს.

„პრობლემა არის ის, რომ გენადი მაკარიძე ზაფხულის პროცესების შედეგად სექტემბერში გადმოინიშნა სააპელაციო სასამართლოში. ორი თვის წინ დაწინაურდა ამ შენობაში და დაწინაურდა, რა თქმა უნდა, „კლანის“ მიერ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რატომ შეიცვალა ჩემი საქმის მოსამართლე და რატომ დაეწერა ის სახელდახელოდ დანიშნულ „ფავორიტ მოსამართლეს“? - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძე დიმიტრი გვრიტიშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა