სალომე სამადაშვილი უმრავლესობის წევრებს - თქვენ არ ხართ პარლამენტის წევრები, გოშიები ხართ, ივანიშვილის ხელის ბიჭები

თქვენ არ ხართ პარლამენტის წევრები, გოშიები ხართ, ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭების თავშეყრა, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის უმრავლესობის წევრებს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ეკლესიის მიტაცებას ცდილობს. მისივე თქმით, არავის არ გაუბედავს საქართველოს ისტორიაში ეკლესიაზე თავდასხმა, ეს ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და ამაზე პასუხს ქართველი ხალხი მოსთხოვს.

„დღეს, როდესაც თქვენგან გაღატაკებული საქართველოს მოქალაქეები არიან უზარმაზარი სტრესის ქვეშ, იმიტომ რომ უკვე რამდენიმე კვირაა მათთვის ძალიან ძვირფას ინსტიტუტს, საქართველოს ეკლესიას აქვს შექმნილი სერიოზული კრიზისი, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ეს თემა გახადოთ პოლიტიკური თავდასხმის თემა. თქვენ და რუსეთი ხართ ერთი, ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი არის ერთი. თქვენ ხართ ივანიშვილის წარმომადგენლები და მადლობა გადაუხადეთ მას, რომ აქ სხედხართ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მან პარლამენტის წევრებს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„მე-9 მოწვევის პარლამენტი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი, იმიტომ რომ დღემდე ჩვენ არ გვქონია პარლამენტი, სადაც უმრავლესობა დაკომპლექტებულია გოშიებით. დღეს აქ მოხვედით იმისთვის რომ მიჩქმალოთ ივანიშვილის მცდელობა მიიტაცოს სახელმწიფო ქონება, მიიტაცოს საქართველოს ეკლესია. მეუფე იაკობი, ისევე როგორც მეუფე პეტრე საუბრობენ, ერთადერთ ადამიანზე, საუბრობენ რომ შეხვედრები ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილთან და მის წარმომადგენლებზე, რომლებიც ცდილობენ საქართველოს საპატრიარქოში გადატრიალების ორგანიზებას. შემოგთავაზეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მოაწერეთ ხელი კომისიის შექმნას, დავიბაროთ პარლამენტში მეუფე პეტრე, მეუფე იაკობი, თქვენი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრი და ერთხელ და საბოლოოდ, გავარკვიოთ ვინ ცდილობს ეკლესიაში ჩარევას“,-აღნიშნა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ რო სინდისი გაგაჩნდეთ საქართველოს პარლამენტში აღარ შემოხვიდოდით, 20 ივნისის შემოქმედი, ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია პარლამენტის წინ დაღვრილ სისხლზე და დათხრილ თვალებზე, ამ პარლამენტში არ უნდა შემოდიოდეს და თქვენ ბედავთ, რომ აქ მოდიხართ და ჭკუას გვარიგებთ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო