აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა

ტრანსნაციონალური თანამშრომლობა, საერთაშორისო მართლმსაჯულება, კორუფცია და ფულის გათეთრება იყო ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ განსახილველი ძირითადი საკითხები საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპზე ,,საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები”, რომელიც მაქს-პლანკის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუსისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

ვორკშოპის მონაწილეები, მოხსნებების შემდეგ შეთანხმდნენ შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს და წარმოადგენს შესაბამის დასკვნებს.

ვორკშოპის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა მაქს/პლანკის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის საქართველოსთან პარტნიორული თანამშრომლობის პროექტის ხელმძღვანელს, პროფესორ ელიკო წიკლაური-ლამიხს, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარეს (2011-2012წწ.) პროფესორ ანიტა უშაცკა და ზაგრების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, მაქსპლანკის ინსტიტუტთან ერთობლივი პროექტის ხელმძღვანელს სუნჯანა როქსადიჩ/ვილდიჩკას საპატიო დოქტორების წოდება მიანიჭა და შესაბამისი დიპლომები გადასცა.

(R)

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია