მამუკა მდინარაძე - ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ამ დუღილის ტემპერატურას, რაც უმრავლესობაშიცაა, ქვევიდან შენთება აღარ სჭირდება

ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ამ დუღილის ტემპერატურას, რაც უმრავლესობაშიცაა, ქვევიდან შენთება აღარ სჭირდება,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.

„ქალბატონო ელენე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ პროცედურასთან დაკავშირებით მე გეტყვით სახალხოდ იმას, რაც ხათუნა გოგორიშვილს ვუთხარი არასაჯაროდ.

ძალიან კარგად იცით იმ დუღილის და ტემპერატურის შესახებ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც მათ შორის, უმრავლესობაში იყო და დღესაც არის. გეთანხმებით იმაში, რომ დღეს ისტორიული დღეა და ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ამიტომ ახლა დუღილის ტემპერატურას შენთება ქვევიდან აღარ სჭირდება და თუ შეიძლება, ეს გაითვალისწინეთ, ძალიან გთხოვთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანამდე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ სხდომის ჩაშლის საფრთხის გამო, პოლიტიკურ განცხადებებს დღევანდელ სხდომაზე აღარ გააკეთებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს