კახა კალაძის შეფასებით, "ტყუილია და მოგონილია" განცხადებები, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება არ უნდა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, "ტყუილია და მოგონილია" განცხადებები, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება არ უნდა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონში ცვლილება აუცილებლად განხორციელდება.

"კანონპროექტი მნიშვნელოვანია, ამაში არის თანხვედრა. იმ დეპუტატების განცხადებებში, რომელთაც ვუსმენთ, სიახლე არაფერია. ყოველთვის იყვნენ წინააღმდეგები და აქვთ თავიანთი დასაბუთება და არგუმენტები თუ რატომ არ უნდათ შეიცვალოს არსებული სისტემა, თუმცა, ეს სისტემა შეიცვლება",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში პლენარული სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურით მიმდინარეობს. სესიაზე, დღის წესრიგის მიხედვით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე უმრავლესობისა და ოპოზიციის კანონპროექტები უნდა განიხილონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო