ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი - ჩვენ მზად ვართ სამხედრო ესკალაციისთვის მიწაზეც, ცაშიც და ზღვაშიც

„ტერორისტებს მიაჩნიათ, რომ მათ შეუძლიათ მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხან და მერე მათ უკან ამოეფარონ“,-ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელს ომს უცხადებს.

„ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ტერორისტებს დარტყმა ისე მივაყენოთ, რომ მინიმალური მსხვერპლი გამოვიწვიოთ. ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენს სამოქალაქო პირებზე თავდასხმა ასე დარჩება. თუ დაგვარტყამთ, ჩვენც დაგარტყამთ“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ისრაელი არ არის დაინტერესებული სიტუაციის ესკალაციით, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

„ამას შესაძლოა დრო დასჭირდეს. ახლა გამძლეობა და ცივი გონებით მოქმედებაა საჭირო“,-გაანცხადა ნეთანიაჰუმ.

განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმაც გააკეთა. ავივ კოჰავის თქმით, ისრაელის ძალები მზად არის სიტუაციის ესკალაციისთვის. „ჩვენ მზად ვართ მიწაზე, ცაშიც და ზღვაშიც“, - განაცხადა კოჰავიმ.

ცოტა ხნის წინ, პალესტინის „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელს ომი გამოუცხადა. ისრაელის მიმართულებით დღეს ღაზას სექტორიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა