ელიზაბეთ რუდი - საქართველოში იყო გარკვეული საქმეები, როდესაც შეშფოთება გამოვთქვით გამოძიების ან სასამართლო საქმის დროსთან თუ კონტექსტთან დაკავშირებით

“საქართველოში იყო გარკვეული საქმეები, როდესაც შეშფოთება გამოვთქვით გამოძიების ან სასამართლო საქმის დროსთან თუ კონტექსტთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა განაცხადა. რუდი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

"რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ განაცხადა ჩვენებისას, იყო ის, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, საქართველო იქნება ეს, უკრაინა თუ სხვა ქვეყანა, არასწორი იქნებოდა, ეწარმოებინა რაიმე გამოძიება ან დევნა იმ პირების მიმართ, ვინც ქვეყანაში მმართველი პარტიის ასე ვთქვათ, "მტრებად" აღიქმებიან. საქართველოში იყო გარკვეული საქმეები, როდესაც შეშფოთება გამოვთქვით გამოძიების ან სასამართლო საქმის დროსთან თუ კონტექსტთან დაკავშირებით. ჩვენ ასეთ შემთხვევებს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს", - აღნიშნა რუდმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა დიპლომატმა, ჯორჯ კენტმა სენატში დაკითხვის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება პროკურატურას ოპონენტების დევნასა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის იყენებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს