სერგეი ლავროვი აშშ-ს 2020 წლის არჩევნებზე - არ იდარდოთ, ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პარიზის მსოფლიო ფორუმზე ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებზე კითხვა დაუსვეს. მინისტრს ჰკითხეს, როგორ ემზადება რუსეთი 2020 წლის არჩევნებისთვის.

„არ იდარდოთ, ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ“,- იხუმრა ლავროვმა.

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში გაიმართება. მსოფლიო მედია აქტიურად წერს რუსეთის მხრიდან საპრეზიდენტო კამპანიაში შესაძლო ჩარევის შესახებ.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსული და უცხოური მედია ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა