გიგა ბოკერია - „ქართულ ოცნებას“ თავის ვასაძეებიანად, კვიციანებიანად და „ქართულ მარშებიანად“ შემდეგ არჩევნებზე უნდა დავუსვათ წერტილი

„ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს, რომ „ასავალ-დასავალის“ სტილში ტალახის სროლა მათთვის ხსნა არის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს და დაპირისპირებას გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, „ივანიშვილის გუნდის ჩვეული უტიფრობაა პროპუტინური გზავნილი”, თითქოს თავისუფლება და ქვეყნის არჩევანი ტრადიციებთან შეუთავსებელია.

„იმედი აქვთ, რომ როცა აღარაფერი გრჩება, „ასავალ-დასავალის“ სტილში ტალახის სროლა არის ხსნა მათთვის, მათ ეს არ გაუვათ. ამ გზავნილის დამაჯერებლობა საფუძვლიანად დაეცა, ხალხი ხედავს, შეიძლება მცირე ნაწილს სჯეროდეს, მაგრამ ეს არ უშველით.

რა თქმა უნდა, საერთო ჯამში, ჩვენს ქვეყანას ზიანს აყენებენ, რადგან აძლიერებენ იმ გზავნილებს, რაც საქართველოს მტერს და საქართველოს შიგნით თავისუფლების მტრებს აქვთ. მათი გზავნილია, თითქოს ტრადიციების დაცვა და ეროვნული იდენტობა კონფლიქტშია თავისუფლებასთან, თავისუფალ სამყაროსთან და რუსეთია ჩვენი ხსნა. ეს არის ქვეყნისთვის მტრული გზავნილი, ამას აკეთებენ წლებია და ამიტომაც ამ ხალხს თავის ვასაძეებიანად, კვიციანებიანად, „ქართულ მარშებიანად“ შემდეგ არჩევნებზე უნდა დავუსვათ მშვიდობიანად პოლიტიკურად წერტილი“, - აცხადებს ბოკერია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა