აკაკი ბობოხიძე უმრავლესობას - როდემდე უნდა იცხოვროთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით?

როდემდე უნდა იცხოვროთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით? - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა.

მან მმართველი გუნდის წევრებს შეახსენა, რომ ხელისუფლებაში სწორედ ისინი არიან და არა „ნაციონალური მოძრაობა“ და ამდენად, გადაწყვეტილებებიც მათი მისაღებია.

გარდა ამისა, ბობოხიძე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციის ინიცირებულ კანონპროექტსაც შეეხო, რომელიც სამპროცენტიან ბარიერსა და პოლიტიკური ბლოკების დაშვებას გულისხმობს. ბობოხიძის თქმით, პარლამენტის სამსჯელო არ უნდა იყოს, რომელი პარტია რომელთან გაერთიანდება.

„დღეს ვიხილეთ კლასიკური გალაშქრება მთავარი პოლიტიკური სისტემის წინაშე. რეალურად, თქვენ გაილაშქრეთ პარტიული სისტემის წინააღმდეგ, როდესაც ადამიანებს ელაპარაკებით, რომ თურმე პარტიები არიან წურბელები, რომლებიც ბიუჯეტზე სხედან და წურბელასავით სისხლს წოვენ ქვეყანას. ამას ელაპარაკებით პოლიტიკური ძალა, რომელმაც გააოგნეთ ქვეყანა არანორმალური დანამატებით და პრემიებით.

მეორე ნაწილი - რაზედაც თქვენ ახლა დაობთ, ბლოკები უნდა იყოს თუ არა. მაპატიეთ, მაგრამ რა კანონის და თქვენი გასარკვევი უნდა იყოს, რომელი პარტია ვისთან მივა და როგორ მივა? რატომ უნდა იყოს ეს საერთოდ პარლამენტის სამსჯელო? ვისაც უნდა მივიდეს ერთმანეთთან - პრორუსული, პროდასავლური, მემარცხენე, მემარჯვენე... ხალხმა შეაფასოს მერე იმ პარტიების გულწრფელობა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებისაა და ერთად მოიყრიან თავს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, როდემდე უნდა იცხოვროთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით და როდემდე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები იმის მიხედვით, რას ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობა“. ქვეყანას თქვენ მართავთ, ბატონებო და არა „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ბობოხიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა