დიმიტრი ხუნდაძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვამდე უმრავლესობის ფორმატში შეხვედრას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვამდე უმრავლესობის ფორმატში შეხვედრას ითხოვს. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას არ ეთანხმებოდა, თუმცა გუნდთან შეთანხმებით კომპრომისზე წავიდა. მისივე თქმით, დღეს განვითარებული მოვლენები მას კითხვებს უჩენს, რამდენად სწორია მის მიერ მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილება.

„ბატონო არჩილ, რადგან ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, დღეს უნდა გადავწყვიტოთ ბედი, თუ როგორი პოლიტიკური ცხოვრებით უნდა იცხოვროს ქვეყანამ. ეს არ არის კანონი, თუ ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა, ვინ იქნება დეპუტატი და ვინ - არა. აქ დგას საკითხი თუ რა პოლიტიკური ცხოვრებით იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ, მაჟორიტარებს გვქონდა კომპრომისული დამოკიდებულება გუნდთან შეთანხმებით და ამის გამო მხარს ვუჭერდი, რომ გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე და ეს გადაწყვეტილება მიგვეღო დღესვე. დღეის ვითარებიდან გამომდინარე, მე ამ კითხვებზე უფრო ნაკლებად მაქვს პასუხები და უფრო ნაკლებად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი კომპრომისული გადაწყვეტილება მართებულია და მინიმუმ არ იქნება სახიფათო ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის. ამიტომ მოვიწვიოთ უმრავლესობის სხდომა და იმ კითხვებზე პასუხები მოვისმინოთ, რაც მისაღები მაქვს მეც და ბევრ ჩემს კოლეგას. მხოლოდ ფრაქციების ფორმატში შეხვედრა არ იქნება საკმარისი. მე ვითხოვ უმრავლესობის სხდომის მოწვევას სრული მასშტაბით,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა