პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე გამოჩნდა, რომ „ოცნება“ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას არ გეგმავს

საქართველოს პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, დღევანდელ პლენალურ სხდომაზე გამოჩნდა, რომ მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას არ გეგმავს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ბანერები გამოფინეს წარწერით: "არ გაბედო კანონის ჩაგდება", "შეასრულე მოცემული პირობა" და სხვა.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ვუყურებდით იმას, თუ რა უმსგავსო და სამარცხვინო პროცესები მიმდინარეობა საქართველოს პარლმენტში. დღეს „ქართული ოცნების“ მმართველმა ელიტამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ისინი არ აპირებენ პროპორციული არჩევნების მარტივად მიღებას და საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უნდა მიაყენონ უფრო დიდი შეურაცხყოფა. ჩვენ დღეს აქ ვართ იმისთვის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ სირცხვილია, რომ ჩვენ თავს არ დავხრით, არ შევეგუებით იმას, რასაც ისინი დღეს პარლამენტში აკეთებენ და რაც მთავარია, ყოველდღე გავაგრძელებთ, სანამ პროპორციულ არჩევნებს არ მივიღებთ იმ სახით, რა სახითაც მათ პირობა დადეს, რომ პროპორციული არჩევნები გვექნებოდა ჩვენი აქციებიდან 5 დღის თავზე," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა