ირმა ინაშვილი უმრავლესობას - პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი თუ არა?

პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი თუ არა? - ამ კითხვით „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს მიმართა. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს საკუთარი გუნდის წევრები უპირისპირდებიან, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ მოხდეს.

მისივე თქმით, თუკი უმრავლესობა ამ კანონპროექტს ჩააგდებს, ხალხი ქუჩაში გამოვა.

„აქ ადგილი აქვს პოლიტიკურ მელაკუდობას თუ რა ხდება? პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი თუ არა? ნუ ეთამაშებით ქართველ ხალხს. აი, ახლა ჩუმჩუმად რომ გადიხართ და ერთმანეთში ლაპარაკობთ, მანამდე არ განიხილეთ თქვენს გუნდში? ეს რას ჰგავს და რას ნიშნავს? მომზადებული არ უნდა მოხვიდეთ პარლამენტის სხდომაზე დ შეჯერებული არ უნდა გქონდეთ პოზიციები? ჩვენ ვეთანხმებით ირაკლი კობახიძეს და თქვენ გამოდიხართ და ოპონირებას უწევთ - თურმე არ გინდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. აი, ახლა რომ ჩააგდებთ კანონპროექტს, ქუჩაში რა პროცესებიც განვითარდება, ის რომ რაღაცა სტაბილურობის ფარგლებში მოაქციოთ, მზად ხართ მერე ამისთვის? მე არც ერთ პარტიას აღარ მივაქცევ ყურადღებას და ყველა პარტიის მხარდამჭერს მოვუწოდებ, ქუჩაში გამოვიდეს. ამისთვის მზად ხართ?“ - მიმართა ინაშვილმა უმრავლესობას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს