ანრი ოხანაშვილი - მე მხარს ვუჭერ პროპორციულ სისტემას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მხარს უჭერს პარლამენტში უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

როგორც ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტს მხარს უჭერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტიც.

„მე მხარს ვუჭერ პროპორციულ სისტემას. მინდა გითხრათ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ სისტემას. რა თქმა უნდა, ამ სისტემას იმ მინუსებთან ერთად, აქვს ის პოზიტიური საკითხები, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის სწორი. ამიტომ, კოლეგებო მოგიწოდებთ, დამატებითი დაზუსტებებისგან თავის შევიკავოთ. პატივს ვცემ ყველას აზრს, მათ შორის, რა თქმა უნდა, მაჟორიტარებს, ბატონ დიმიტრის. თუმცა, მინდა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გითხრათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მსჯელობა გვქონდა კომიტეტში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დავუჭირეთ ამ ცვლილებებს, პირადად მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ამ ცვლილებას. ამიტომ გთხოვთ, რომ ჩვენი პროცედურული ნაწილი, იქნებ შევკვეცოთ. იმისათვის, რომ გამომსვლელს, ირაკლი კობახიძეს შესაძლებლობა მივცეთ შეკითხვებს უპასუხოს და დრო დავზოგოთ“, - განაცხადა ანრო ოხანაშვილმა.

ამ წუთებში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობის ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მაჟორიტარი დეპუტატები ცდილობენ, უმრავლესობა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის უპირატესობაში დაარწმუნონ.

მათი მთავარი არგუმენტია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის სიცარიელე გაჩნდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა