გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავიდა ქვეყანა, ეს გაფორმდება, როგორც „გადაგდება“ ძალაუფლების დაკარგვის შიშის ფონზე

თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავიდა ქვეყანა, ეს გაფორმდება, როგორც „გადაგდება“ ძალაუფლების დაკარგვის შიშის ფონზე. თუ ჩაითვალა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია, ის მჟორიტარულ არჩევნებსაც წააგებს 2020 წელს.ანუ პოლიტიკური ზიანი ძალიან მაღალი იქნება, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც შეაფასა პარლამენტში უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის პროცესი, რომელიც 2020 წლისთვის მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

გია ხუხაშვილის თქმით, ამ საკითხთან მიმართებით მოვლენების განვითარებას უნდა დავაკვირდეთ. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების პოზიციას, რომლებიც ჯერჯერობით მხარს არ უჭერენ მაჟორიტარობიდან პროპორციულ საარჩევნო სიეტამაზე გადასვლას, გია ხუხაშვილის შეფასებით, „ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რაღაც ტიპის თამაშთან გვაქვს საქმე“.

აქედან გამომდინარე, ხუხაშვილის თქმით, „პირობითად უნდა ვუწოდოთ ამბოხი“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებას, რომ თუ ამ საარჩევნო კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო, შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს

დიმიტრი ხუნდაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ამ ყველაფერს ახლა ამაყი სახით აპროტესტებს, ყველა ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული მაჟორიტარი დეპუტატია. არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დიმიტრი ხუნდაძე რაიონში მაჟორიტარი დეპუტატი იქნებოდა. ასე რომ, დამაჯერობლობას მოკლებულია მათი თავისუფალი აზრის დემონსტრირება, რაც 7 წლის განმავლობაში არ გამოუვლენიათ. აქედან გამომდინარე, ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რაღაც ტიპის თამაშია, ან ქვედა დონეებზე უბრალოდ, ვაჭრობა გაიხსნა, რომ თუ მაჟორიტარი არაა, სიაში მაინც მოხვდნენ და რაღაცაზე მოელაპარაკონ თავიანთ დირექტორს, ან ეს არის თვითონ ლიდერის თამაში ორი მიზნით: ერთი - იმისათვის, რომ სიტუაცია დაიძაბოს, ესენი რაღაც ბოროტებად გამოიყვანოს, მერე მოაწყოს შეხვედრა და დემოკრატიის გადამრჩენად მოგვევლინოს, რაც მისთვის დამახასიათებელია.

მეორე ვარიანტია ის, რომ იმდენად ეშენია პროპორციული არჩევნების და იმდენად ნანობს თავის დროზე მიღებულ სპონტონურ გადაწყვეტილებას, რომ ამ ხალხის მეშვეობით უნდა ეს გადაწყვეტილება შეცვალოს, რაც მისთვის არ არის დამახასიათებელი. ანუ შიშის პირდაპირი დემონსტრირება მისთვის დამახასიათებელი არ არის, ძალიან სერიოზულ ზიანსაც მიიღებს იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალა მის რესურსებში კი არ არის, არამედ უძლეველობის მითშია. ახლა, ასეთი აშკარა შიშის დემონსტრირება, რომ მოახდინოს მისსავე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მისთვის სერიოზული იმიჯური დარტყმა იქნება, რასაც შესაძლოა, ჯაჭვურად დანგრევა მოჰყვეს ამ მითოლოგიის მთლიანად მსხვრევას“, - განაცხადა ხუხაშვილმა. .

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია