დიმიტრი ხუნდაძე - როცა საზოგადოებას ვამცნეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე თანახმა ვიყავით, მას შემდეგ ქუჩაში ქაოსი არ შეჩერებულა - გარდა ამისა, ვნახეთ, რომ პატრიარქზეც გაილაშქრეს

როცა საზოგადოებას ვამცნეთ, რომ ჩვენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე თანახმა ვიყავით, მას შემდეგ ქუჩაში ქაოსი არ შეჩერებულა, დესტრუქცია ოპოზიციას არ შეუჩერებია, გარდა ამისა, ვნახეთ, რომ პატრიარქზეც გაილაშქრეს,- ასე უპასუხა საპრლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ შეიცვალა აზრი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ხუნდაძის განმარტებით, ის ყოველთვის მაჟორიტარული სისტემის მომხრე იყო, თუმცა მმართველმა გუნდმა ქვეყანაში სტაბილურობის დაცვის დაპირებით, მისი დარწმუნება შეძლო.

ჟურნალისტების კითხვაზე, ელოდება თუ არა ის რაიმე ზეწოლას, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭიროს, ხუნდაძემ უპასუხა, რომ მისი პოზიციის შეცვლას ვერავინ შეძლებს. მისივე თქმით, თუკი აზრს მაინც შეაცვლევინებენ, დეპუტატის მანდატს დატოვებს.

"ჩემი კომპრომისული დამოკიდებულება პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ იყო იმით განპირობებული, რომ ჩემმა გუნდმა დამარწმუნა იმაში, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებით შეძლებდნენ პოლიტიკური ვითარების დამშვიდებას, რომ ოპოზიცია იქნებოდა კონსტრუქციული, ქუჩა იქნებოდა უფრო მშვიდი და ქვეყნის განვითარებას ხელი არ შეეშლებოდა, მაგრამ ეს პირობა არ შესრულდა. როცა საზოგადოებას ვამცნეთ, რომ ჩვენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე თანახმა ვიყავით, მას შემდეგ ქუჩაში ქაოსი არ შეჩერებულა, დესტრუქცია ოპოზიციას არ შეუჩერებია, გარდა ამისა, ვნახეთ, რომ პატრიარქზეც გაილაშქრეს. ამიტომ ამ დესტრუქციულ ძალასთან არ შეიძლება საუბარი იმდაგვარად, რომ მივიღოთ მაღალი რისკის პროპორციული საარჩევნო სისტემა. ჩემი მყარი პოზიციის შეცვლას ვერავინ ვერ შეძლებს და თუ შეძლებს, ე.ი. მე არ ვყოფილვარ ძლიერი დეპუტატი. სუსტი დეპუტატს კი არ სჭირდება მანდატი და პარლამენტში სავარძელი. ამიტომ თუ ვინმე ამას შეძლებს, მე მანდატს ჩაგაბარებთ თქვენ," - განაცხადა ხუნდაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო