მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე - ჩვენი რამდენიმე კოლეგისთვის ხელების გადაგრეხვას არ ვაპირებთ - თუმცა ჩვენ პირობა უნდა შევასრულოთ

სამწუხაროა, ჩვენი რამდენიმე კოლეგის განცხადება, რომ მანდატებს დატოვებენ, თუ მათ ვინმე რამეს აიძულებს. არავინ არავის არაფერს აიძულებს, არავისთვის ხელის გადაგრეხვას არ ვაპირებთ, -ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის განცხადებით, ხვალ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას საფრთხე არ უნდა დაემუქროს.

“ვერ მოვიტყუები, რომ ამ დუღილის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მქონდა. ეს ინფორმაცია ახალი არ არის. ამის შესახებ არამხოლოდ ჩემთვის, თქვენთვისაც კი ცნობილია. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ ამ საკითხის გარშემო, ბოლო პერიოდამდე გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო. თუმცა, დღეს ერთადერთს , რასაც არ მოველოდი, იყო განცხადებების სიმძაფრე.

თუმცა ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს. სამწუხაროა, ჩვენი რამდენიმე კოლეგის განცხადება , რომ მანდატებს დატოვებენ, თუ მათ ვინმე აიძულებს. არავინ არავის არაფერს აიძულებს, ეს არის დემოკრატიის ელემენტარული პირობა, არამხოლოდ ზოგადად ქვეყანაში, არამედ ჩვენ შიდაპარტიული დემოკრატიაც გვაქვს და არავისთვის ხელის გადაგრეხვას არ ვაპირებთ, მით უმეტეს ჩვენი რამდენიმე კოლეგისთვის, რომლებსაც სულ გააჩნდათ საპირისპირო აზრი ამასთან დაკავშირებით. მათ დღეს მოიტანეს არგუმენტები და თქვეს, რომ გარკვეული პროვოცირება, სხვა ობიექტურ საკითხებთან ერთად , მოახდინა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, ისინი ამბობენ, რომ ხალხთან, რომლებიც გეგმავენ პატრიარქის მორალურ მკვლელობას, კომპრომისზე რატომ მივდივართ. ეს კითხვა ისმებოდა. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის მხოლოდ ვიღაცასთან, მაინცადამაინც “ნაციონალურ მოძრაობასთან” კომპრომისზე წასვლა. ჩვენ ნათქვამი გვაქვს ჩვენი პირობის შესახებ და უნდა შევასრულოთ.

ვფიქრობ, რომ ხვალ ამ კენჭისყრას და მის პოზიტიურ შედეგებს საფრთხე არ უნდა დაემუქროს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ დიდი ხანია და ეს საკითხი არ უნდა გადაიხედოს”,-განაცხადა მდინარაძემ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს