ბოლივიის ოპოზიციონერმა სენატორმა თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა

ბოლივიის ოპოზიციონერმა სენატორმა ჯენინ ანეზმა თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს სესიას ყოფილი პრეზიდენტის ევო მორალესის პარტიის წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დროებითი პრეზიდენტის დანიშვნისთვის საჭირო კვორუმი არ არსებობდა, თუმცა ანეზმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის დროებითი მმართველი ის უნდა გამხდარიყო.

მორალესმა სენატორის ეს ნაბიჯი დაგმო და მას „სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე მემარჯვენე სენატორი“ უწოდა.

შეგახსენებთ, ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი ევო მორალესი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან გადადგა, ქვეყანა დატოვა და მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა