ესპანეთში „სოციალისტებმა“ და „პოდემოსმა“ კოალიციის შექმნაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ესპანეთის „სოციალისტურმა მშრომელთა პარტიამ“ (PSOE) და „უნიდას პოდემოსმა“ (UP) კოალიციის შექმნაზე შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადება სოციალისტების ლიდერმა, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და „უნიდას პოდემოსის“ ლიდერმა პაბლო იგლესიასმა გააკეთეს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, შეთანხმება პაბლო იგლესიასის პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნას ითვალისწინებს. ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მხარეები აპრილში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნაზე გამართული მოლაპარაკებების დროს ვერ შეთანხდნენ.

პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ის პარლამენტში უმრავლესობის მისაღწევად სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს.

აღსანიშნავია, რომ სოციალისტებსა და „უნიდას პოდემოსს“ პარლამენტში, ჯამში, 155 ადგილი ექნებათ, თუმცა უმრავლესობის მოსაპოვებლად 176 ადგილია საჭირო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კოალიციას კიდევ 21 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

შგახსენებთ, ესპანეთში კვირას საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. პედრო სანჩესის მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიას 350-ადგილიან პარლამენტში 120 ადგილი, ულტრა-მემარცხენე „უნიდას პოდემოსს“ კი 35. არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული „სახალხო პარტია“ (PP), რომელსაც პარლამენტში 88 ადგილი ერგო. ულტრა მემარჯვენე პარტია „ვოქსმა“ კი საკანონმდებლო ორგანოში 52 ადგილი მოიპოვა.

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია