რომან კაკულია - პროპორციული სისტემა დათმობა იყო ოპოზიციის მიმართ - არ ველოდები, რომ ცვლილება იქნება, მგონია, რომ რა დაპირებაც იყო, ისე უნდა გაგრძელდეს

არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანები გააღიზიანა ბევრი პოლიტიკოსის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ ამ პროცესის მიმართ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. კაკულიას შეფასებით, პროპორციული სისტემა დათმობა იყო ძირითადად ოპოზიციის მიმართ, რომლებსაც აღნიშნულს არაადეკვატურად უპასუხეს.

„არ ველოდები, რომ ცვლილება იქნება. მგონია, რომ რა დაპირებაც იყო, ისე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. არ გამოვრიცხავ , რომ ადამიანები გააღიზიანა ბევრი პოლიტიკოსის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ ამ პროცესის მიმართ, რადგან ეს პროცესი არამარტო დემოკრატიის განვითარებას, არამედ პოპულიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს და მგონი ამან გადაასწრო. ადამიანებს ჰქონდათ შეგრძნება, რომ ისინი ამ პროცესის თანამონაწილები იყვნენ. ამდენმა ძახილმა, რომ იძულებით და ძალით გაეკეთებინათ ყველაფერი, არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანებში , ვისაც სურდა ამ პროცესის თანამონაწილე ყოფილიყო, უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. პროპორციული სისტემა იყო დათმობა ოპოზიციის მიმართ, არა საზოგადოების მიმართ, არ გავაზვიადოთ მიუხედავად იმისა, რომ 10 000 კაციც მნიშვნელოვანია”, - განაცხადა კაკულიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო