დიმიტრი ხუნდაძე - თანამოაზრეები არიან საკმაოდ მრავლად, იმაზე მეტი, ვიდრე იყო გუშინ საღამოს

თანამოაზრეები არიან საკმაოდ მრავლად. ერთი შემიძლია გითხრათ, იმაზე მეტი, ვიდრე ეს იყო გუშინ საღამოს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მას პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ 2016 წელში ჰქონდა და მას აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ არ მიუღია. მისი თქმით, ის კომპრომისზე ორჯერ წავიდა.

„არ მინდა, საკითხი დადგეს ისე, რომ დავიწყოთ ხმების რაოდენობით გუნდში ჭიდაობა. მინდა, რომ საკუთარი გუნდი დავარწმუნო და ის საფრთხეები ვაჩვენო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რაც მთავარია, დავარწმუნოთ პარტიის თავმჯდომარე, რომ ეს გადაწყვეტილება ხიფათის შემცველია“, - განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი მაჟორიტარია, რომელმაც გუშინ კითხვები დასვა პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს