„სინერჯი კაპიტალმა“ რესტორან „დაუნთაუნის“ 50% შეისყიდა

საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალმა“ რესტორან „დაუნთაუნ თბილისის” 50% შეისყიდა, რომელზეც დაგეგმილი აქვს წლის ბოლომდე განახლებული კონცეფციით გაიხსნას და ქსელის გაფართოება დაიწყოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სინერჯი კაპიტალიდან“ აცნობეს.

„დაუნთაუნი” 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ის იყო ერთ-ერთი პირველი წარმატებული სარესტორნე ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევდა ადამიანს ევროპული სამზარეულო დაეგემოვნებინა განსხვავებულ ატმოსფეროში.

„ჩვენი მიზანია, ეს ტრადიცია დახვეწილი კონცეფციით გავაგრძელოთ და მუდმივად განვითარებადი ფორმატით ევროპული სამზარეულოს საუკეთესო მაგალითები გავასინჯოთ სტუმრებს. ვაპირებთ შევქმნათ გარემო, სადაც სტუმარს განტვირთვის და მეტი სოციალიზაციის შესაძლებლობა ექნება. გამოცდილი მზარეულების ჯგუფი, ადვილად გადასანაწილებელი კერძები, ღია სამზარეულო, ღვინის მაღაზია, დიდი გარე ბარი, უცხო დიზაინი, სხვადასხვა ღონისძიებები და მუდმივი მოძრაობა - ყველაფერი ეს, დაუვიწყარი გამოცდილების და კომფორტული ურთიერთობის შესაძლებლობის გარანტიაა“, - აცხადებენ „სინერჯი კაპიტალში“.

განახლებული კონცეფციით „დაუნთაუნი“ წლის ბოლოს მიიღებს სტუმრებს. მომავალი წლიდან კი დაგეგმილია ქსელის გაფართოება.

„სინერჯი კაპიტალის“ პორტფელში ეს მე-11 კომპანიაა. ორგანიზაცია წლის ბოლომდე კიდევ 10 კომპანიის წილის შეძენას გეგმავს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე