სიმონ ნოზაძე - პროპორციულ არჩევნებს მხარს ვუჭერთ და პოზიციას არ შევიცვლი - თუ კანონპროექტი ჩავარდა, არავის გაუკვირდეს, რომ მიტინგზე „მრეწველებიც“ დადგებიან

მე ასე მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი არ ჩავარდება. თუ ჩავარდა, არავის გაუკვირდეს, რომ იმ მიტინგზე „მრეწველებიც“ დადგებიან, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მისთვის მოულოდნელი უმრავლესობის რიგებში საკითხის მიმართ მერყეობა აღმოჩნდა.

„ჩემი რამდენიმე კოლეგა კატეგორიული წინააღმდეგი იყო პროპორციული არჩევნების და მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია. მოულოდნელი ჩემთვის ერთგვარი მერყეობა აღმოჩნდა უმრავლესობაში. მე არც კი მიმაჩნია საჭიროდ დღვანდელი შეხვედრა, აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია ნათელია. პროპორციულ არჩევნებს მხარს ვუჭერთ და მე პირადად პოზიციას არ შევიცვლი. მგონია, რომ არ ჩავარდება. ოპოზიციური სპექტრიც მხარს უჭერს პროპორციულ არჩევნებს და უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს, 113 ხმას დავაგროვებთ“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა