რევაზ არველაძის განცხადებით, პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს აზრი არ შეუცვლია

მაჟორიტარები, რომლებიც არ უჭერენ მხარს პროპორციულ სისტემას, თითებზე დასათვლელია, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია.

"შესათანხმებელი არაფერი გვქონია, ვისაც რა პოზიციაც ჰქონდა იმას შეინარჩუნებს. არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც თვლის, რომ მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნებული უნდა იყოს. ისინი ალბათ ამ პოზიციაზე დარჩებიან. დარწმუნებული ვარ, რომ კანონპროექტი მიღებული იქნება და ამის შედეგად ვინმე თავს დაჩაგრულად იგრძნობს და დატოვებს თუ არა, ამას ვერ ვიტყვი თავიანთი გადასაწყვეტი იქნება. ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ისეთი იყო, როგორც ჩვენი. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი აზრით, მაჟორიტარები, რომლებიც არ უჭერენ მხარს პროპორციულ სისტემას თითებზე დასათვლელია", - განაცხადა არველაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს