დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა არ მისცა საშუალება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე უარის თქმის საკითხი კენჭისყრაზე დაეყენებინა

უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა ინიციატივაზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე უარის თქმის საკითხი „სარეიტინგო კენჭისყრაზე“ დაეყენებინათ. ამის შესახებ ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„სხდომაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი. ძალიან ცხელი გამოვიდა სხდომა, რადგან თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ არის საუბარი, თუ როგორ უნდა გააგრძელოს შემდეგი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანამ, ეყოლება ქვეყანას სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება და მთავრობა თუ რყევადი და ასე ვთქვათ, არაძლიერი, ანუ სუსტი ხელისუფლება. ის, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი, იყო ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი, რამეთუ, მე დავსვი საკითხი ნათლად, რომ უფრო მეტი მხარდამჭერია, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავლესობას, რომლის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ. მაგრამ თუ არ მოხდა აქ დათვლა, პარლამენტში მოხდება ამის დათვლა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა