დავით ბაქრაძე - თუ არ მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ოპოზიციას და მოქალაქეებს სხვა გზა არ ექნებათ, თუ არა ქუჩაში გამოსვლა და პროცესები რადიკალური მიმართულებით წავა

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ არ მოხდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, მაშინ ოპოზიცია და საზოგადოება ქუჩაში გამოვა და პროცესები უკიდურესად რადიკალური მიმართულებით წავა. ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროპორციულ სისტემაზე არგადასვლა მკვეთრად შეამცირებს პოლიტიკურ სივრცეს.

„ეს პროცესებს მთლიანად გადაიყვანს რადიკალიზაციისკენ ქუჩის კალაპოტში. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის „ევროპული საქართველოს” განზრახვა და ჩვენი ამოცანაა სწორედ საარჩევნო სივრცეში და საარჩევნო გზით დავამარცხოთ „ქართული ოცნება”. ბურთი ახლა არის „ქართული ოცნების” მხარეს და ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, ვინაიდან, ვიმეორებ, თუ ისინი გადაუხვევენ მიცემულ სიტყვას, თუ არ მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაშინ ოპოზიციას, საზოგადოებას, მოქალაქეებს, სხვა გზა არ ექნებათ, თუ არა ქუჩაში გამოსვლა და პროცესები წავა უკიდურესად რადიკალური მიმართულებით. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და თუნდაც თვითგადარჩენის ინსტიქტი, რომ არ დაუშვას ასეთი განვითარება და დღეს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება პირველ მოსმენაზე, ისევე როგორც ყველა მოსმენაზე”, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კერძო ინტერესები და პარლამენტში მოხვედრა „ქართული ოცნებისთვის” უფრო მნიშვნელოვანია.

„აზრთა სხვადასხვაობა მმართველ გუნდში შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლიანობა ქვეყნის წინაშე განისაზღვრება იმით, რომ ასეთი ფუნდამენტური დაპირება უნდა შესრულდეს. „ქართულმა ოცნებამ” გუშინ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ერთი მხრივ პოლიტიკური უმწიფრობა და მეორე მხრივ ის, რომ მათი კერძო ინტერესები და პარლამენტში მოხვედრა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა, ამ ქვეყანაში სტაბილურობა და ნორმალური განვითარება”,- განაცხადა ბაქრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს