ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებისადმი ოპოზიციის მოწოდებაა, რომ დაპირება შესრულდეს, ამავდროულად, გაფრთხილებაა იმ დეპუტატების, რომლებიც ახლა ვაჭრობენ

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დეპუტატების გარკვეული ნაწილის მიუხედავად, ვინც მხარს არ უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ბიძინა ივანიშვილის სურვილის შემთხვევაში, მმართველ გუნდს აქვს რესურსი, რომ ეს კანონპროექტი არ ჩააგდოს.

მისივე თქმით, პროპორციულ სისტემაზე არგადასვლა მძიმე პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს.

“ჩვენი დღეს აქ ერთად ყოფნა საუბრობს იმაზე, რომ ყველა დიდი მოლოდინით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ხელისუფლების და პირადად ივანიშვილის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი 20 ივნისის შემდეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო სწორი და ადეკვატური ნაბიჯი. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, რომ დანაპირები, რომელიც მოქალაქეებისა და ოპოზიციის წინაშე იყო, არ შეიცვლება. ვინაიდან ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისს და და სერიოზულ პრობლემას ქვეყანაში. ჩვენი აქ შეკრება არის მოწოდება ხელისუფლებისადმი, რომ მათ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დაპირება შესრულდეს და ამავდროულად, გაფრთხილება ყველა იმ დეპუტატის, რომელიც ახლა ვაჭრობს და ცდილობს თავისთვის დივიდენდები მიიღოს, ხელისუფლება ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას. ვერავინ დაიჯერებს, რომ ცალკეული დეპუტატები ამას აკეთებენ დამოუკიდებლად, შეიძლება ეს მათ პირად ინტერესებში შედის, მაგრამ ხელისუფლებას აქვს იმას რესურსი, რომ თუ მათ არ უნდათ ამ კანონპროექტის ჩაგდება, ამ დეპუტატებმა ეს ვერ შეძლონ“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო