აკაკი ბობოხიძე - ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა  ე.წ. აბუნტებულ მაჟორიტარებს დააკისროს

ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ე.წ. აბუნტებულ მაჟორიტარებს დააკისროს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მაჟორიტარ დეპუტატებს რეალურად ბიძინა ივანიშვილი ახალისებს და პროცესი სწორედ მისგან იმართება.

„მათი ბუნტი არის ინსპირირებული ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომ მან თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა ჩავარდნის შემთხვევაში და თქვას, რომ ის უჭერდა მხარს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაგრამ მაჟორიტარებს ვერაფერი მოუხერხა. ამიტომ ყველაფერი გამოჩნდება ცოტა ხნის შემდეგ. საკმარისია მაჟორიტარები ხელისუფლებამ გააფრთხილოს და უთხრას, რომ კენჭს მათი სახელით არ აყრევინებს, საკმარისია შემდეგ რომელიმე სამეთვალყურეო საბჭოში არ მოუძებნონ პარლამენტარობის ნაცვლად მუქთა ადგილი და უთხრან, რომ დღეის მერე ისინი დამოუკიდებელი ადამიანები იქნებიან, რომ გარწმუნებთ, ეს მაჟორიტარები გახდებიან მორჩილები და აბრეშუმივით რბილები. დღეს მათი მთელი შემთხევითობა განპირობებულია იმით, რომ მათ მაღალი პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირი ახალისებს და ასეთი მე „ქართულ ოცნებაში“ ვიცი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. ჩემი აზრით, ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილისგან იმართება“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო