აკაკი ბობოხიძე - მიხეილ ჩხენკელი არის კარგი მეცნიერი, მაგრამ იყო უსუსტესი მინისტრი

მიხეილ ჩხენკელი არის კარგი მეცნიერი, მაგრამ იყო უსუსტესი მინისტრი, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელის დაბრუნებას.

მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები, საქართველოს მოსახლეობაზე ბიძინა ივანიშვილის წარმოდგენით არის განპირობებული.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ მის მიერ ყველაზე პრიორიტეტულ დარგში უბრუნდება ერთ-ერთ ყველაზე უფრო სუსტ მინისტრს. რატომ აკეთებენ იმ სისულელეეებს, რასაც აკეთებენ? იმიტომ რომ სამწუხაროდ, არ ვიცი, რამდენად სწორად, ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ჭაობის მოსახლეობა, რომელსაც წინსვლის ეშინია და მზად არის უძრაობას და ჭაობში ყოფნას უფრო შეეგუოს, ვიდრე წინსვლას და მუდმივ ბრძოლას. არ ვიცი, მე იმედი მაქვს, რომ ჩემი ხალხი არ არის ეგეთი,“- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს