ირაკლი კობახიძემ აკაკი ბობოხიძეს და ლევან გოგიჩაიშვილს გიგლა ბერბიჭაშვილი უწოდა, სერგო რატიანს კი მიმართა, რომ „წარსულს ჩააბარებს და დაამთავრებს“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვლავ ხმაურია. უმრავლესობასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას მოჰყვა, რომ „კაკო ბობოხიძე გიგლა ბერბიჭაშვილია“. აღნიშნულმა განცხადებამ ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.

კობახიძე ასევე სიტყვიერად დაუპირისპირდა სერგო რატიანსაც.

"თითებს ნუ იქნევ. ჩაგაბარებ წარსულს. ეკლესიის მტრებს ჩავაბარებ წარსულს," - მიმართა კობახიძემ რატიანს.

სერგო რატიანმა კი მას სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის თემა შეახსენა, რამაც კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია.

"სერგო, რას გიზამ, იცი? დაგამთავრებ", - მიმართა კობახიძემ რატიანს.

კამათში ჩაებნენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც.

"ჩინჩალაძე ვინ არის, ვინ?" - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მას თავის მხრივ ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამ სიტყვებს არ შეარჩენდა.

"შენ ხარ ნაძირალა, არ შეგრჩება ეს სიტყვები. განანებ მაგრად. ლევან, შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ,"- უპასუხა კობახიძემ.

თავად აკაკი ბობოხიძემ კი კოლეგებს დამშვიდებისკენ მოუწოდა და ურჩია პროვოკაციებს არ აყვნენ.

დაძაბულობაა ასევე უმრავლესობის წევრებს შორისაც.

დიმიტრი ცქიტიშვილმა მიხეილ ყაველაშვილს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რაც ყაველაშვილმა გააპროტესტა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა