„ლელო“ - მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას’’, ნუ გამოცდიან ქართველი ხალხის მოთმინებას

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას’’, ნუ ეთამაშებიან ქართულ საზოგადოებას, ნუ გამოცდიან ქართველი ხალხის მოთმინებას, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ლელო“ მიიჩნევს, რომ თუ პარლამენტი კენჭს არ უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს, უკიდურესად გამწვავდება პროცესები და საფრთხე შეექმნება ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას.

“20 ივნისის ძალადობრივი ღამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების უმნიშვნელოვანესი მიღწევა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული პროგრესული ნაბიჯი იყო.

გუშინდელი საპარლამენტო დებატები აღნიშნულ თემაზე არის ბიძინა ივანიშვილის ტიპური ხელწერა, როდესაც ის იწყებს შიდაპარტიული უთანხმოების გათამაშებას. ეს არის საკანონმდებლო ორგანოში გათამაშებული ფარსი. ყველა განცხადება, რომელიც უმრავლესობის მხრიდან კეთდება და მიუთითებს “ოცნების” თუ მის მიერ კონტროლირებადი მაჟორიტარების დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე, არის საზოგადოების დაცინვა და უპასუხისმგებლობა. ბიძინა ივანიშვილი არღვევს შეთანხმებას, არ ასრულებს დაპირებას, აფერხებს სახელმწიფოს განვითარებას და დემოკრატიულ პროცესებს. ეს ყველაფერი ემსახურება ხალხისთვის არჩევანის უფლების წართმევას. ეს ქმედება, თუ პარლამენტი კენჭს არ უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს, უკიდურესად გაამწვავებს პროცესებს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მშვიდობიან სტაბილურ განვითარებას.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს და ,,ქართულ ოცნებას’’, ნუ ეთამაშებიან ქართულ საზოგადოებას, ნუ გამოცდიან ქართველი ხალხის მოთმინებას. ჩვენ არ დავუშვებთ პოლიტიკურ ტერორიზმს, რომელიც აღრმავებს კრიზისს და ზრდის ქვეყანაში დესტაბილიზაციის საშიშროებას. ასეთი სვლით ჩვენ მივიღებთ პარლამენტიდან ქუჩაში გადმოტანილ მძაფრ და უმართავ პროცესებს, რაც მთლიანად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება”, - ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა