ირმა ინაშვილი -  ბევრ ოლქში საკუთარ მაჟორიტარებს არც კი იცნობენ, საგარეჯოში ისევ მე ვგონივარ ხალხს მაჟორიტარი

ჩვენ ვნახეთ, რამდენი მანკიერება აქვს მაჟორიტარულ სისტემას. ბევრ ოლქში საკუთარ მაჟორიტარებს არც კი იცნობენ. საგარეჯოში ისევ მე ვგონივარ ხალხს მაჟორიტარი, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირებას არ შეასრულებს, პროცესები პარლამენტიდან ქუჩაში გადავა. ინაშვილი ინტერესდება, რამდენად აქვს „ქართულ ოცნებას“ ასეთ შემთხვევაში იმის რესურსი, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს.

„ქართულ ოცნებას უნდა ეყოს გონიერება, რომ შეასრულოს ის ერთადერთი დაპირება მაინც, რაც რეალისტურია, რომ შესრულდეს. არც ერთი დაპირება ამ წლების მანძილზე არ შეუსრულებია. თუ „ქართული ოცნება“ განაგრძობს პოლიტიკურ მელაკუდობას, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი პარლამენტის სხდომაზე, მაშინ ის დაასრულებს ძალიან ცუდად, რადგან პროცესი გადავა ქუჩაში. მე ვსაუბრობ ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, ეს პროცესი გავა ქუჩაში პარლამენტიდან და მერე, როგორც სჩვევიათ ხოლმე სტაბილურობაზე საუბრობენ და აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ იმის რესურსი, რომ სტაბილურობა ქვეყანაში შეინარჩუნოს? ჩვენი ამოცანა არის დავიცვათ ქართული დემოკრატია. ჩვენ ვნახეთ რამდენი მანკიერება აქვს მაჟორიტარულ სისტემას. ბევრ ოლქებში საკუთარ მაჟორიტარებს არც კი იცნობენ, მაგალითად, საგარეჯოში ისევ მე ვგონივარ ხალხს მაჟორიტარი,“- აცხადებს ირმა ინაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო