მამუკა მდინარაძე - ტყუილია, რომ თითქოს უმრავლესობის სხდომაზე ვიღაც არ ალაპარაკეს - ნუ დავაზიანებთ ამ პროცესს იმით, რაც არ ყოფილა

ტყუილია, რომ თითქოს უმრავლესობის სხდომაზე ვიღაც არ ალაპარაკეს. ნუ დავაზიანებთ ამ პროცესს იმით, რაც არ ყოფილა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან უმრავლესობის იმ წევრებს, რომელთა თქმითაც, მათ უმრავლესობის ფორმატში საუბრის საშუალება არ მიეცათ, მოუწოდა, ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას.

„რამდენიმე „ნიუსი“ შემხვდა, სადაც საუბარია, რომ თითქოს უმრავლესობის სხდომაზე ვიღაც არ ალაპარაკეს. ნუ დავაზიანებთ ამ პროცესს იმით, რაც არ ყოფილა. თქვენ მოგეცათ საშუალება, რომ უმრავლესობის სხდომაზეც გელაპარაკათ და ისიც ვიცი, რომ გია ვოლსკისთან შეთანხმებული ხართ და უმრავლესობის დროითაც კი გამოდიხართ. ნუ დავაზიანებთ არასწორი ინფორმაციებით პროცესს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, უმრავლესობის წევრ მაჟორიტარ დეპუტატებს ნუ აბრალებენ ისეთ რაღაცებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ტყუილია, რომ ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებსაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა სურთ, უმრავლესობის იმ წევრებს აშანტაჟებენ, რომლებიც პროპორციულ სისტემას ემხრობიან.

„დღეს ზოგიერთი გამომსვლელისგან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალით აღიზიანებთ ამ ადამიანებს და ბევრ რამეს აბრალებთ. თითქოს რაღაცა ინტერესები აქვთ, თითქოს გვაშანტაჟებენ ეს ადამიანები რაღაცებით. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის მათი პოზიცია, მაგრამ ის, რომ გვაშანტაჟებენ და რაღაც ინტერესები აქვთ, ამაზე დემაგოგიური და სპეკულაციური არაფერი შეიძლება იყოს. ჩვენ ვარწმუნებთ იმაში, რაც გვჯერა და თქვენ ამ დროს ქვევიდან ადუღებულ ცეცხლს უნთებთ და რაღაცა უბედურებას აკეთებთ. დაანებეთ ამ ხალხს თავი და ნუ აგიჟებთ,“ - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა