ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ტერორისტებს უმოწყალოდ დაარტყამს

ისრაელის პრემირ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სექტორში მოქმედ დაჯგუფებებს აფრთხილებს, რომ ისრაელი „უმოწყალოდ დაარტყამს“.

„ჩვენ ვაგრძელებთ თავდასხმას „ისლამურ ჯიჰადზე“ მას შემდეგ, რაც მისი მეთაურის ლიკვიდაცია მოვახდინეთ“,-განაცხადა ნეთანიაჰუმ მთავრობის საგანგებო სხდომაზე.

„ის პასუხისმგებელი იყო ტერორისტულ თავდასხმებზე და გეგმავდა უფრო მეტი თავდასხმა განეხორციელებინა უახლოეს დღეებში“,- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო ორი დღის მანძილზე სულ ცოტა, 250 რაკეტა გაისრლეს.

„უმჯობესია „ისლამურმა ჯიჰადმა“ შეიგნოს, რომ მათ უმოწყალოდ დავარტამთ. ჩვენ თავის დასაცავად ვიბრძოლებთ. თუ ისინი ფიქრობენ, რომ მათი დარტყმები დაგვასუსტებს, ძალიან ცდებიან. მათ ერთი არჩევანი აქვთ - ან გაჩერდნენ ან უფრო მეტ დარტყმას მიიღებენ. ეს მათი არჩევანია“,-განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა ნაფტალ ბენეტმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი ტერორისტი, რომელიც დარტყმას მიაყენებს ისრაელს დღისით, ღამეს ვერ გადაურჩება“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს