„სირცხვილიას“ ორგანიზატორები მოქალაქეებს დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებენ

მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზატორები მოქალაქეებს დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, საზოგადოების მობილიზაციაა საჭირო, რომ მმართველმა გუნდმა 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე უარი არ თქვას.

"ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა მოვახდინოთ ორგანიზება, რომ 19:00 საათისთვის პარლამენტთან რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს, რადგან ხმა უნდა იყოს მაღალი. ერთადერთი, რაც ბიძინა ივანიშვილს აშინებს, ეს არის თავისი ქონების დაკარგვა და ბევრი ხალხი, რომელიც მის წინააღმდეგაა. სანამ არ მივიღებთ ჩვენთვის ნანატრ პროპორციულ არჩევნებს, დავიწყებთ პიკეტირებასაც, დიდ აქციებსაც და ვიქნებით ყველგან, სადაც შევძლებთ, რომ მივაწვდინოთ ხმა უსინდისო მთავრობას", - განაცხადა მაქარაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს