მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ გუშინდელი პროვოკაციული გამოხტომების ფონზე, საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა გაიზარდა

ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი პროვოკაციული გამოხტომების ფონზე, საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა გაიზარდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დეპუტატების ასეთ დიდ რაოდენობას კანონპროექტთან დაკავშირებით პრეტენზია აქამდე ასე ღიად არ გამოუცხადებია.

„ეს დუღილი რომ იყო, თქვენც იცოდით, თუმცა დღეს ეს უფრო ხელისგულზე გამოჩნდა. მე არ ვიტყოდი ასე დარწმუნებით, რომ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა 30-ია, თუ 27, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი პროვოკაციული გამოხტომების ფონზე, ეს რაოდენობა გაიზარდა. ეს ფაქტია, ეს ჩემი გამოგონილი არ არის. მე როცა მათ ვთხოვ ტრიბუნიდან, რომ მოდით დავანებოთ პროვოკაციებს და დემაგოგიებს თავი, ეს არის რეალური მოწოდება. ოპოზიციის განცხადებები, რომ მაჟორიტარებს თავისი ინტერესები აქვთ და ა.შ. ეს აღიზიანებთ ამ ადამიანებს. რკინის ხომ არ არიან ეს ადამიანები?!“ - განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მიდიან თუ არა კანონპროექტის მოწინააღმდეგე მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მდინარაძემ უპასუხა, რომ ისინი არც პარტიის და არც გუნდის ხელმძღვანელის წინააღმდეგ არ მიდიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა