კახა ოქრიაშვილი - დღეს იმიტომ გადაიდო კენჭისყრა, რომ კიდევ ერთხელ დატუქსონ ჩემი კოლეგები, სამწუხაროა, რომ დატუქსვის რეჟიმში არიან

დღეს იმიტომ გადაიდო კენჭისყრა, რომ კიდევ ერთხელ დატუქსონ ჩემი კოლეგები. სამწუხაროა, რომ დატუქსვის რეჟიმში არიან,- ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დეპუტატი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კენჭისყრის მოწინააღმდეგეთა უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

“მე მსურდა დღეს ყოფილიყო კენჭისყრა, სადაც გაწყდებოდა, იქ გაწყვეტილიყო. აშკარაა, რომ 30 ადამიანზე მეტი არ უჭერს მხარს ამ მოძველებულ სისტემას. არ ვიცი, რა იქნება ხვალ. შემიძლია ვთქვა, რომ მე მხარს ხვალაც არ დავუჭერ. სხვები არ ვიცი რას იზამენ.

ამის უკან, რომ ბიძინა ივანიშვილი იდგეს, როგორც ამას ოპონენტები ამბობენ, აქმდე 120 კაცი არ მისცემდა ხმას. პირიქით, მან დატუქსა დილით რამდენიმე, რაც ძალიან სამწუხაროა და ვფიქრობ, დღეს იმიტომ გადაიდო ეს კენჭისყრა, რომ კიდევ ერთხელ დატუქსონ ჩემი კოლეგები. სამწუხაროა, რომ დატუქსვის რეჟიმში არიან”, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, ის დაესწრება უმრავლესობის სხდომას, რომელიც პარლამენტის სესიამდე არის დანიშნული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა