თამარ მოსიაშვილი - არ ველოდები, რომ მიხეილ ჩხენკელი რაიმე ახალ ნაბიჯს გადადგამს

განათლების საკითხებში ექსპერტის, თამარ მოსიაშვილის აზრით, არაა მოსალოდნელი, რომ განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი სკოლების ავტონომიის გაძლიერების მიმართულებით რაიმე ახალ ნაბიჯს გადადგამს.

როგორც თამარ მოსიაშვილმა განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელის დანიშვნის ფაქტის შეფასებისას „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, განათლების სისტემაში მხოლოდ დაპირებებს გასცემენ და არსებითი ცვლილებები არ ხორციელდება.

„ვინაიდან არსებითი ცვლილებები ხარისხის განვითარების გზის შერჩევის და დემოკრატიის მიმართულებით, სამწუხაროდ, არ გადადგმულა, მე არ ვთვლი, რომ მიხეილ ჩხენკელი რაიმე ნაბიჯს გადადგამს სკოლების ავტონომიის გაძლიერების მიმართულებით. ეს უფრო არის პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება.

საქართველოს განათლების სისტემის წინაშე დგას ორი გამოწვევა, ორი პრობლემა - განათლების ხარისხი და დემოკრატია. როდესაც მინისტრი ინიშნება და ჩავთვალოთ, რომ ბატონი მიხეილი არის ახალი მინისტრი, ჩვენ მუდმივად ვისმენთ იმის დაპირებებს, რომ ახალი მინისტრის გუნდი გადაწყვეტს ხოლმე განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. ცხადია, არ მინდა ვიფიქრო, რომ რომელიმე მინისტრი მოდის იმისთვის, რომ რაღაც გააფუჭოს, თუმცა შედეგად რას ვიღებთ?! შედეგად ვიღებთ დაპირებებს და არ ვიღებთ არსებითად ცვლილებებს, რომელიც გააუმჯობესებდა საჯარო სკოლების დემოკრატიულ მმართველობას. სახელმწიფომ დღემდე არ გადადგა არცერთი არსებითი ნაბიჯი სკოლების დეცენტრალიზაციის მიმართულებით და სკოლების ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად აირჩია რაღაც პროექტები. მთელი სისტემა მიბმულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ყოველთვის, ძველი სისტემა ელოდება, ვინ მოვა სისტემაში - კარგი მინისტრი თუ ცუდი, რა იქნება მისი ახალი ინიციატივა და რა მოუვა ძველ ინიციატივებს“, - განაცხადა მოსიაშვილმა.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი 2017-2018 წლებში ერთხელ უკვე ეკავა, დღემდე კი განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს