დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ხვალ ის შედეგი არ დადგა, რასაც ელოდება, შესაძლოა, გუნდიც დატოვოს და მანდატიც

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილს პირისპირ შეხვდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, საუბარი არც ისე მსუბუქი იყო. მისივე ინფორმაციით, შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გაიმართა.

“მთხოვა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი და არ დამეზიანებინა საკუთარი გუნდი. შემდეგ ეს თხოვნა იყო უფრო პრინციპული, მაგრამ ვრჩები ჩემს პოზიციზე. არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი. რა თქმა უნდა, ეს საუბარი ურთიერთპატივისცემით მიმდინარეობდა, მაგრამ ზოგჯერ მკაცრი იყო, პოზიციები მანაც და მეც შევინარჩუნეთ ის, რაც გვქონდა. თუ ხვალ ის შედეგი არ დადგა, რასაც ველოდები, მაშინ არ დავაზიანებ საკუთარ გუნდს, რომლითაც მოვედი პოლიტიკაში. შესაძლოა, დავტოვო გუნდი, მაგრამ ამავე დროს დავტოვებ მანდატსაც ”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი არ აკონკრეტებს, სად გაიმართა შეხვედრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო