რომან გოცირიძე უმრავლესობას - ნუ წარმოიდგენთ, რომ ხვალ კენჭისყრის შემდეგ ეს პარლამენტი იქნება ის,  რაც იყო აქამდე  - გინდ მუქარად მიიღეთ,  გინდ გაფრთხილებად

ნუ წარმოიდგენთ, რომ ხვალ კენჭისყრის შემდეგ ეს პარლამენტი იქნება ის, რაც იყო აქამდე და ნურც იმას წარმოიდგენთ, რომ ამ პარლამენტში ოპოზიცია იჯდება მშვიდად, - ეს განცხადება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პლენარულ სესიაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხლავენ. ფაქტი, რომ სხდომას სულ 25 დეპუტატი ესწრება, გოცირიძემ იმ სტრესულ გარემოს მიაწერა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არის.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი იხილება ცარიელ დარბაზში, თუმცა გასაგებია დღევანდელი განწყობა, ყველა არის შოკში, ფაქტობრივად სტრესული გარემოა პარლამენტში, იმ ვითარებიდან გამომდინარე რაც დღეს შეიქმნა, როდესაც ფაქტობრივად საკონსტიტუციო ცვლილებები განწირულია ჩასაგდებად და ეს მოქმედებს ბუნებრივია ყველაზე როგორც უმრავლესობაზე, ასევე ოპოზიციაზე. ამიტომ მე მინდა განვაცხადო, რომ ეს წარმოუდგენელი შედეგი, რომელიც ადამიანების მოტყუების სახით შეიძლება ხვალ გამოისახოს კენჭისყრაზე და ჩავარდეს ეს დოკუმენტი უმძიმესად აისახება ხელისუფლებაზე და სამწუხაროდ ვერ შეუწყობს ხელს ქვეყანაში სტაბილურ მდგომარეობას.

ნუ წარმოიდგენთ, რომ ხვალ კენჭისყრის შემდეგ ეს პარლამენტი იქნება ის, რაც იყო აქამდე და ნურც იმას წარმოიდგენთ, რომ ამ პარლამენტში ოპოზიცია იჯდება მშვიდად და წერტილ-მძიმეზე დაგიწყებთ საუბარს. გაიხსენეთ „გავრილოვის ღამე“, გვიკიჟინებდით, რატომ იჯექით პარლამენტში დეპუტატები ღამითო, იმიტომ ვიჯექით, რომ არ გვინდოდა თქვენ შემოგვეშვით, პარლამენტის თავმჯდომარე და გავრილოვის შემომყვანი ხალხი. გინდ მუქარად მიიღეთ, გინდ გაფრთხილებად, ხვალიდან არ იქნება ეს პარლამენტი, როგორიც წარმოგიდგენიათ და არ ვიქნებით ისინი, ვინც ვიყავით დღემდე და საქართველო არ იქნება ის, რაც იყო დღემდე თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები დღევანდელი დადგმული სპექტაკლის შემდეგ ჩავარდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მან ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზეც ისაუბრა. მისი შეფასებით 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი რომელიც წარმოდგენილია, არ ემსახურება ქვეყნის განვითარებას და ფინანსურ სტაბილურობას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს